1 წლის და 1 თვის წინ
ბრაჰიმ დიასი ესპანეთის ნაკრების ნაცვლად აფრიკულ ქვეყანაში ითამაშებს
ბრაჰიმ დიასი ესპანეთის ნაკრების ნაცვლად აფრიკულ ქვეყანაში ითამაშებს
ავტორი
Aa

"მილანის" ყოფილი და ამჟამად "რეალის" შემტევი ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასი მზად არის, ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვას და მაროკოს ნაკრებში ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "Marca" ავრცელებს.

სიახლე მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც დაადასტურა. ბრაჰიმი კი შესაბამისი საბუთების მოწესრიგებას შეუდგა და დიდი შანსია, რომ ზამთარში გამართულ აფრიკის ჩემპიონატზე, მან მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს.

დიასმა ესპანეთის სამ ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. "ფურია როხას" ძირითად გუნდში მის ანგარიშზე ერთი ამხანაგური შეხვედრაა, სადაც ლიეტუვას წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გოლის გატანაც მოახერხა.

რაც შეეხება ბრაჰიმ დიასის საკლუბო კარიერას, "მილანში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ, აწ უკვე გასულ ზაფხულს ის "რეალში" დაბრუნდა. მადრიდული გრანდის მაისურით ბრაჰიმმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი მიითვალა.


Facebook კომენტარები