1 წლის და 1 თვის წინ
ჟირუ: "ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ვფიქრობ"
ჟირუ: "ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ვფიქრობ"
ავტორი
Aa

"მილანის" ფორვარდმა და შეთავსებით მეკარემ, ოლივიე ჟირუმ იტალიურ მედიასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"თუ არ ჩავთვლით დერბიში განცდილ მარცხს, ვფიქრობ, რომ ეს სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ. გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით, თუმცა ცხადია, რომ მათ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ".

"მინდა, რომ გუნდს დიდი დახმარება გავუწიო და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო. ახლა საკმარისი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგი შედეგი დავაფიქსიროთ".

"მილანში" მოსვლის პირველივე დღიდან, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ვფიქრობ, რადგან სრულად ვარ ფოკუსირებული მიმდინარე სეზონის მატჩებზე". 

"საჭიროა, რომ გუნდში გვაყვდეს როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები. ასეთი ნაზავი უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს", - აღნიშნავს ფრანგი ფორვარდი.

აქვე მოგახსენებთ, რომ სერია ა-ს 2023-24 წლების სეზონში, რვა ტურის შემდეგ, ოლივიე ჟირუს აქტივში ოთხი გატანილი გოლი, სამი საგოლე გადაცემა და ერთი სეივი ფიქსირდება.


Facebook კომენტარები