1 წლის და 2 თვის წინ
შევჩენკო ზელენსკის მრჩევლად დაინიშნა
ავტორი
Aa
ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საგარეო მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქციებს შეასრულებს "მილანის" ყოფილი ფორვარდი და რა იქნება მისი უშუალო პასუხისმგებლობა, მაგრამ უკვე დაიწერა, რომ ის ამას სრულიად უსასყიდლოდ გააკეთებს.
შევჩენკო უკრაინის ნაკრების ღირსებას 1995 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იცავდა და ამ დროის განმავლობაში 111 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. "როსონერიში" კი 1999-2006 წლებში თამაშობდა.
ის თავისი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელიც გახლდათ 2016/21 წლებში, ბოლოს კი იტალიურ "ჯენოას" წვრთნიდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
6 თვის წინ
ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
6 თვის წინ
კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
6 თვის და 2 კვირის წინ
ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"