1 წლის და 5 თვის წინ
"მილანმა" "ჩელსის" გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა
ავტორი
Aa
"მილანი" "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველის კრისტიან პულიშიჩის შეძენის მცდელობას არ წყვეტს.
"The Athletic"-ის ცნობით, "როსონერიმ" ლონდონურ კლუბს 24 წლის ამერიკელისთვის მეორე შეთავაზება გაგზავნა.
ახალი წინადადების მიხედვით, მილანური გრანდი "არისტოკრატებს" 22 მილიონ ევროს სთავაზობს.
იტალიაში იმედოვნებენ, რომ "ჩელსისთან" კარგი სატრანსფერო ურთიერთობა შედეგს გამოიღებს და ტრანსფერი ამჯერად მაინც დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელი "მილანში" თამაშის სურვილს დიდი ხანია გამოთქვამს და კლუბების შეთანხმების მოლოდინშია.
ამერიკელმა "ჩელსის" შემადგენლობაში 145 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის წინ
"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
6 თვის წინ
ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
6 თვის წინ
კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
6 თვის და 2 კვირის წინ
ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"