1 წლის და 4 თვის წინ
უარი "ლიონს"! პულიშიჩს "მილანის" განახლებული შეთავაზების იმედი აქვს
უარი "ლიონს"! პულიშიჩს "მილანის" განახლებული შეთავაზების იმედი აქვს

გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, კრისტიან პულიშიჩის "მილანში" ტრანსფერი კვლავ აქტუალურია. ახლახანს ამერიკის ნაკრების კაპიტანმა ფრანგული "ლიონის" შეთავაზება უარით გაისტუმრა და "როსონერის" რიგებში ტრანსფერის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ თავად ფეხბურთელს "ლიონის" შეთავაზებული სახელფასო პირობები არ მოეწონა. როგორც ცნობილია, "როსონერის" მას გაცილებით მეტ ხელფასს ჰპირდება, თუმცა არა იმდენს, რამენსაც ამჟამად "ჩელსიში" გამოიმუშავებს. გარდა ამისა, პულიშიჩის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და როგორც მოგეხსენებათ, იტალიური გრანდი შემდეგ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.

ESPN-ის სტატიაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ "მილანის" მესვეურებისთვის პულიშიჩის ტრანსფერი პრიორიტეტულია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათ სატრანსფერო ღირებულების თანხა გააუმჯობესეს, რომელიც 18 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო ახლა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ვინგერი "არისტოკრატებს" "დორტმუნდიდან" 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კრისტიანმა "ლურჯების" მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პოზიციით უნივერსალ ფეხბურთელს კარიერის მანძილზე როგორც გამთამაშებლის, აგრეთვე მარჯვენა და მარცხენა ვინგერის როლი მოურგია, თუმცა ყველაზე მეტჯერ (107-ჯერ) მარჯვენა ვინგერად უთამაშია. მოგეხსენებათ, "როსონერიში" სწორედ აღნიშნული პოზიციაა ერთ-ერთი პრობლემური ჟუნიორ მესიასის და ალექსის სალემაკერსის არასტაბილური თამაშის "დამსახურებით".


Facebook კომენტარები