1 წლის და 4 თვის წინ
არდა გიულერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
არდა გიულერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი
Aa

სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა თურქი შემტევის, არდა გიულერისთვის ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული.

ფეხბურთელისთვის ყველაზე აქტიურად "რეალი", "ბარსელონა" და "მილანი" იბრძოდნენ. "ფენერბაჰჩეში" მისი გამოსასყიდი ფასი 17.5 მილიონ ევროს შეადგენს და ამ თანხის გადახდისთვის სამივე კლუბი მზად იყო.

"ESPN"-ის ცნობით, ფეხბურთელს და მის აგენტს სამივე კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი პროექტი გააცნეს. იწერებოდა, რომ გიულერს სერია ა-ში თამაში სურდა და "მილანის" ვარიანტს აქტიურად განიხილავდა.

თუმცა, როგორც ჩანს, 18 წლის ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" გადაწყვიტა. აღიშნული ინფორმაცია პირველმა თურქულმა "Yeni Acik"-მა დაწერა და სულ ახლახანს, მადრიდულმა "Relevo"-მაც დაადასტურა.

უახლოეს პერიოდში, გიულერი "რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ჯერ უცნობია, ფეხბურთელი პირდაპირ პირველ გუნდში ჩაირიცხება, თუ მას ჯერ სხვაგან გაანათხოვრებენ.


Facebook კომენტარები