1 წლის წინ
პულიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები "ჩიხში შევიდა"
პულიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები "ჩიხში შევიდა"
ავტორი
Aa

"მილანი" "ჩელსის" ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით ვეღარ ვითარდება.

"Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, იტალიურ კლუბს ამერიკელ ვინგერში 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს, მაშინ როდესაც ლონდონელები 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ. ამის გამო, მხარეები ჯერ შეთანხმებამდე ვერ მიდიან.

თავად ფეხბურთელი "მილანში" გადასვლის ხათრით მზადაა, ხელფასი დაიკლოს. ამჟამად, ის "ჩელსიში" წლიურად 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს "როსონერიმ" "ჩელსის" ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დახურა - ინგლისელი ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს ჩიკი, კარიერას "სან სიროზე" გააგრძელებს.


Facebook კომენტარები