5 თვის და 2 კვირის წინ
"ვფიქრობ, "მილანში" საინტერესო პროექტი აქვთ" - არიგო საკი "როსონერულ" ამბებზე
"ვფიქრობ, "მილანში" საინტერესო პროექტი აქვთ" - არიგო საკი "როსონერულ" ამბებზე

ლეგენდარულმა არიგო საკიმ "მილანის" გარშემო განვითარებულ ამბებზე "Gazetta Dello Sport"-თან  ტრადიციულ ყოველკვირეულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მჯერა, ხელმძღვანელობას, რომელიც აქტიურად ამუშავდა, აქვს საინტერესო პროექტი და ოპერირების კონკრეტული მონახაზი. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს ვიტოვებ და თუ ასეა, უკეთესია, ვაცადოთ და შეფასებები მოგვიანებით გავაკეთოთ".

"გაუშვა მალდინი და მასარა, რომელთაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდათ, დიდ რისკთან ასოცირდება. თუკი ორი წლის წინ მეტყოდნენ, რომ "მილანი" სკუდეტოს მოიგებდა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდოდა, ეგრევე ხელს მოვაწერდი, რადგან კლუბში სათანადო ინვესტიციები არ ჩადებულა. ახლა კი ვნახოთ, მათ რისი აშენება შეუძლიათ".

"რაც შეეხება ტონალის ტრანსფერს, ამ გუნდისთვის ყოველთვის ფუნდამენტური იყო შესაფერისი ღირებულებების ფეხბურთელები. თუმცა, ჩვენ ამაზე ზედმეტად არ უნდა ვიდარდოთ. ვფიქრობ, ისინი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებენ, შეიძლება, არც ისე დიდ სახელებზე. ისე, როგორც "ნაპოლი" მოიქცა. არ დაგვავიწყდეს, რომ მათ სკუდეტო კულიბალის, ინსინიეს, მერტენსისა და ფაბიან რუისის გაყიდვის შემდეგ მოიგეს", - აღნიშნავს საკი.

სანდრო ტონალი ყველაზე ძვირადღირებული იტალიელი ფეხბურთელი გახდა. "ნიუკასლი" მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაიხდის, ასევე, "როსონერის" მისი მომავალი ტრანსფერიდან წილს მიიღებს.


Facebook კომენტარები