1 წლის და 1 თვის წინ
"ლივერპულმა" "მილანს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა
"ლივერპულმა" "მილანს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა
ავტორი
Aa

"Calciomercatoweb"-ის ინფორმაციით, "მილანის" თავდამსხმელი რაფაელ ლეაო "ლივერპულის" სატრანსფერო სამიზნეა.

"მერსისაიდელები" მზად არიან, პოტენციურ გარიგებაში თავიანთი ერთ-ერთი ფეხბურთელი, ლუის დიასი ჩართონ. 

ამგვარად, "ლივერპულს" სურთ შეამცირონ თანხა, რომელიც ლეაუში უნდა გადაიხადონ. რაფაელის ფასი 85 მილიონი ევროა.

მოგეხსენებათ, "მილანი" კლუბის ვარსკვლავთან ახალი კონტრაქტის დეტალებს ვერ ათანხმებს, რამაც შესაძლოა "ლივერპულთან" გარიგება რეალური გახადოს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლეაოს სატრანსფერო ღირებულებაც შემცირდეს, რადგან 2024 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება.

პორტუგალიელმა სერია A-ში მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები