1 წლის და 3 თვის წინ
ლეაო: "ჩელსიში" ტრანსფერი? ინგლისი არ მიყვარს"
ლეაო: "ჩელსიში" ტრანსფერი? ინგლისი არ მიყვარს"
ავტორი
Aa

როგორც ჩანს, რაფაელ ლეაოს გეგმებში "მილანის" რიგებში დარჩენაა. აღნიშნულთან დაკავშირებით პორტუგალიელმა შემტევმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და გულშემატკივრები დაამშვიდა.

"სერია ა ადვილი ჩემპიონატი ჩანს. სანამ აქ გადმოვიდოდი საფრანგეთში ვთამაშობდი და პირველი სეზონი ჩემთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ, როდესაც ტექნიკური და სწრაფი ხარ, სხვა ფეხბურთელებთან განსხვავებას ქმნის. მეორე სეზონი კი გაცილებით მარტივი იყო. მინდა, რომ მსოფლიოს ვანახო, თუ რა შემიძლია მინდორზე".

"ჩელსიში" ტრანსფერი? ინგლისი არ მიყვარს, რადგან იქ ცუდი ამინდია. ლონდონში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც მხოლოდ საყიდლებზე. მილანი ძალიან მიყვარს. დუომოს ტაძარი, უამრავი ტანსაცმლის მაღაზია, კვების ობიექტები.. აქ ბედნიერი ვარ", - აღნიშნავს პორტუგალიელი.

შეგახსენებთ, რომ ლეაოს "როსონერისთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი გადაბირებით ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენდა, თუმცა ამ და სხვა ინტერვიუებიდან ცნობილი გახდა, რომ რაფაელს იტალიის დატოვება არ სურს.


Facebook კომენტარები