"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩის წინ, რომელშიც "როსონერი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდება, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
"სამწუხაროა, რომ ბრაჰიმ დიასს მუხლის მცირე ტრავმა აქვს და "ფიორენტინასთან" ვერ დაგვეხმარება. როგორც მითხრეს, დაზიანება მნიშვნელოვანი არ არის და "ტოტენჰემთან" მზად იქნება. თუმცა, ჩვენ გვყავს შარლ დე კეტელარე და მას ძირითადში ვიხილავთ".
"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ფეხბურთელები უბრუნდებიან. კალაბრია და ბენასერი უკვე მზად არიან. მათთან ერთად ჩვენი შემადგენლობა უფრო მრისხანე და კონკურენტუნარიანი გახდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრაფიკი ასე გადატვირთულია".
"ზლატანი? ჯერჯერობით იბრა 90 წუთით სათამაშოდ მზად არ არის, მაგრამ მისი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება. შვედის მწყობრში ყოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"ფიორენტინასთან" ფლორენციაში იოლ მატჩს არ ველით. ჩვენ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და პოზიტიური შედეგებისთვის მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყოთ".
"სატურნირო ცხრილს არ ვუყურებთ, რადგან ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზეა გუნდი, მთავარი ხარისხიანი თამაშით მაქსიმუმის მიღებაა".
"როტაცია ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ? "მილანისთვის" როტაცია არ არსებობ. ფლორენციაში მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავა. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რომელიმე ჩემპიონატში როტაციას მივმართოთ. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს მხოლოდ "ფიორენტინასთან" მატჩის შემდეგ დავიწყებთ", - ამბობს პიოლი.