1 წლის და 8 თვის წინ
ჟირუს ღირსეული ჟესტი - ბულინგის მსხვერპლი 10 წლის ბავშვი "სან სიროზე" დაპატიჟა
ჟირუს ღირსეული ჟესტი - ბულინგის მსხვერპლი 10 წლის ბავშვი "სან სიროზე" დაპატიჟა
ავტორი
Aa

მაელ გოტიე 10 წლის ბიჭუნაა, რომელზეც რამდენიმე დღეა, მთელი საფრანგეთი ლაპარაკობს. იგი 3 წლის განმავლობაში, თანაკლასელის მხრიდან, ბულინგის მსხვერპლი იყო და მისი მხრიდან ადგილი ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფასა და დამცირების მცდელობებს ჰქონდა. სამწუხაროდ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და თანაკლასელმა მაელი მოწამლა, რის შემდეგაც, მისი მშობლები იძულებული გახდნენ, თავიანთი შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანათ.

10 წლის ბიჭუნას ამბავმა ოლივიე ჟირუმდეც მიაღწია. ამ უკანასკნელმა RTL-ს ინტერვიუ მისცა და მაელს მხარდაჭერა გამოუცხადა: "დაცინვის და ბულინგის გამო, ბავშვი სკოლას არ უნდა იცვლიდეს. როცა ასეთი რამ გვესმის, გული გვიკვდება. მაელ, შენ ძალიან მამაცი ბიჭი ხარ და შენით აღფრთოვანებული ვარ. მინდა, შეგხვდე და მატჩზე გპატიჟებ".

"მილანის" თავდამსხმელს მაელის მშობლები გამოეხმაურნენ და მისი მამის, მიკაელის სიტყვებს RTL-ი ავრცელებს: "ასეთ სიურპრიზს არ ველოდით. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვართ, რადგან მაელს ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს. ტირილი დაიწყო, როცა ჟირუს ინიციატივის შესახებ გაიგო და ამან მასზე სერიოზულად იმოქმედა".

აღსანიშნავია, რომ ფრანგული პრესის ცნობით, მასწავლებლები ხედავდნენ მაელი ბულინგის მსხვერპლი როგორ ხდებოდა, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავდნენ. მის თანაკლასელს რაც შეეხება, სკოლა მანაც გამოიცვალა.


Facebook კომენტარები