6 თვის და 3 კვირის წინ
"მილანს" გერმანიის ნაკრების ცენტრფორვარდი სურს
"მილანს" გერმანიის ნაკრების ცენტრფორვარდი სურს

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გერმანულ მედიაში ხშირად იწერება, რომ "ვერდერის" 30 წლის თავდამსხმელი ნიკლას ფიულკრუგი ბრემენულ კლუბს დატოვებს. როგორც ირკვევა, ახლა საქმე უკვე სერიოზულადაა.

“ბილდის” ინფორმაციით, "ვერდერს" "მილანის" ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. იტალიის 19-გზის ჩემპიონი ცენტრფორვარდს ეძებს, რადგან “როსონერის” მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დივოკ ორიგი აღარ სჭირდება და მისი გაშვება სურს, რის შემდეგაც მხოლოდ ოლივიე ჟირუ დარჩება. 

წყაროს ცნობით, "ვერდერი" ფიულკრუგის (კონტრაქტი 2025 წლამდე) სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ბრემენულ კლუბში ჯერჯერობით კომენტარს გაკეთება არ სურთ. "ბაიერნთან" პირველი ტურის მატჩის შემდეგ (0:4) ამ თემაზე დუმდა თვითონ "ვერდერის" თავდამსხმელიც.

ნიკლას ფიულკრუგს გერმანიის ნაკრების ფორმით 9 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. წინა სეზონში მან ბუნდესლიგის 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა, სულ კი გერმანიის ჩემპიონატის 127 შეხვედრაში 44 გოლი აქვს.


Facebook კომენტარები