![პიოლის პრესკონფერენცია "ბოლონიასთან" მატჩის წინ პიოლის პრესკონფერენცია "ბოლონიასთან" მატჩის წინ](/uploads/posts/2023-08/2023-08-21_184235.jpg)
![](/templates/acmilan-3/dleimages/noavatar.png)
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სერია ა-ს პირველ ტურში "ბოლონიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ტრანსფერები? რა თქმა უნდა, ტრანსფერების გაკეთების დროს, კლუბის დირექტორებმა ჩემი რჩევები გაითვალისწინეს. არსებული შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ კიდევ 10 დღეა და ყველაფერს ვაკვირდები. მიუხედავად ამისა, ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ახალი სეზონი იწყება და ამბიციურები ვართ, რადგან ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ".
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არავინ აღარ დავიმატოთ. ნოა ოკაფორის ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ. ის საიმედო ფეხბურთელია. მუსას და ჩუკუვეზეს რთული ზაფხული ჰქონდათ, რადგან ჩვენთან სურდათ გადმოსვლა და ინტენსიურად არ ვარჯიშობდნენ".
"არის თუ არა ყველაზე ძლიერი "მილანი", რომელიც მე გამიწვრთნია? ამას დრო გვიჩვენებს. მნიშვნელოვანია კარგად დავიწყოთ, მაგრამ ხვალინდელი შედეგი ჩვენს გზას არ განსაზღვრავს. "როსონერის" ძლიერი შემადგენლობა უნდა გყავდეს, რომ ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი იყოს".
"ცოტა იტალიელი გუნდში? ამ საკითხზე საუბარი სრულიად უადგილოა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ფეხბურთელები, მათი წარმომავლობა მნიშვნელოვანი არ არის".
"კოლომბო საგრძნობლად განვითარდა და გარკვეულ წუთებს იმსახურებს. ადლი? ის ძალიან მოტივირებულია, მე მისგან კარგ პასუხებს ვიღებ იმის მიუხედავად, რომ იასინს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა".
"ფავორიტები? პირველი 4 პოზიციისთვის ყოველთვის 5-6 გუნდი იბრძვის და არ მგონია, რომ რაიმე ამ სეზონში შეიცვალოს", - ამბობს "როსონერის" დამრიგებელი.
!["მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე "მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე](/uploads/posts/2023-11/thumbs/2023-11-27_150529.jpg)
![ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო" ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"](/uploads/posts/2023-10/2023-10-17_113312.jpg)
![კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს" კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"](/uploads/posts/2023-09/thumbs/2023-09-27_140248.png)
![ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო" ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"](/uploads/posts/2023-07/thumbs/2023-07-07_105006.jpg)