4 თვის და 1 კვირის წინ
იზეიმეთ საფეხბურთო სეზონი და გაუზიარეთ ამაღელვებელი განწყობა ფეხბურთის მოყვარულებს
იზეიმეთ საფეხბურთო სეზონი და გაუზიარეთ ამაღელვებელი განწყობა ფეხბურთის მოყვარულებს
ავტორი
Aa

  • საქართველოში, გამოკითხულთა 86%-ს უყვარს ფეხბურთი
  • ქართველების 40%-ს, სახლში მეგობრებთან ერთად თამაშის ყურება ურჩევნია

თბილისი, 2024 წლის ივნისი - ამ ზაფხულს, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივრები ერთიანდებიან, რათა გახდნენ ევროპული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი - დატკბნენ საინტერესო თამაშებით და ფავორიტი ნაკრებების მიმართ გამოხატონ თავიანთი ურყევი მხარდაჭერა.

ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, Rakuten Viber-მა, თემატური გამოკითხვა ჩაატარა Rakuten Viber საქართველო არხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მესენჯერის ათასზე მეტმა მომხმარებელმა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოში, გამოკითხულთა 86% უყურებს ფეხბურთს. ფეხბურთის მატჩების ყურების ფავორიტ გზებზე საუბრისას, მომხმარებელთა 40% ამჯობინებს, რომ თამაშს სახლში, მეგობრებთან ერთად უყუროს, 31% ცდილობს სტადიონზე დაესწროს მატჩს, ხოლო 18%, როგორც წესი, ფეხბურთს სახლში, მარტო უყურებს. გამოკითხულთა 2% თამაშს თემატურ ბარებში, მეგობრებთან ერთად უყურებს, თითქმის 9% კი პასუხობს, უპირატესობას სხვა ვარიანტს ანიჭებს, ან ისე ადევნებს თვალს თამაშს, როგორც მოუხერხდება.

როგორ გულშემატკივრობენ რესპონდენტები საფეხბურთო გუნდებს: გამოკითხვის მონაწილეთა 66%-მა განაცხადა, რომ ისინი სახლში აწყობენ მატჩების საღამოებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, გამოკითხულთა 6% აქტიურად ურთიერთობს ფეხბურთის გულშემატკივრებთან სოციალურ მედიაში, იქნება ეს თემატური ჯგუფები თუ არხები, 4% თამაშებს პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს სტადიონზე. 1% ამჯობინებს გუნდის ბრენდირებული აქსესუარების შეძენას, 10% ირჩევს ყველა ვარიანტს და 13% კი, საყვარელ გუნდს სხვა ფორმით უჭერს მხარს.

Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მოსახერხებელი ინტერფეისითა და მრავალფეროვანი ფუნქციებით, ფეხბურთის მოყვარულებს უნიკალურ სივრცეს სთავაზობს. Rakuten Viber-ზე, გულშემატკივრებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ აღფრთოვანება, განიხილონ მატჩები და მიიღონ უახლესი სპორტული სიახლეები.  

გახდი ფეხბურთის მოყვარულთა საზოგადოების ნაწილი

Rakuten Viber-ის ვიდეო და აუდიო ზარები, დროის შეზღუდვის გარეშე, ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ ონლაინ ფორმატში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს შეინარჩუნონ კონტაქტი თანამოაზრეებთან.

ფეხბურთის მოყვარულების საზოგადოებაში ჩასართავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Rakuten Viber-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ფეხბურთის თემაზე შექმნილი მრავალი არხი. ეს გულშემატკივრებს შესაძლებლობას აძლევს დაუკავშირდნენ თანამოაზრე ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ სიყვარულს სპორტის მიმართ.

საყვარელი გუნდის ოფიციალური Rakuten Viber არხის გამოწერით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ანგარიშის შესახებ, გაიგოთ გუნდის სიახლეები და გაეცნოთ ექსკლუზიურ, საინტერესო კონტენტს პირდაპირ თქვენს მოწყობილობაზე. თემატური არხების წყალობით თქვენ არასოდეს გამოტოვებთ მოქმედების მომენტს, მაშინაც კი, თუკი არ შეგიძლიათ თამაშის პირდაპირ ეთერში ყურება.

საქართველოში, Rakuten Viber-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიწერონ ექსკლუზიური ჩატბოტი - European Football Fan Challenge 2024, რომელიც La Gazzetta dello Sport Georgia-სთან თანამშრომლობით შექმნა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ეძღვნება. ეს თემატური ჩატბოტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიგონ სხვადასხვა პრიზები, გააკეთონ წინასწარი პროგნოზები თამაშების შესახებ და თვალი მიადევნონ ლიდერბორდს, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო პროგნოზები. დამატებით, ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ გადმოწერონ თემატური სტიკერები, რომლებიც შექმნილია ექსკლუზიურად ევროპის ჩემპიონატისთვის.

ერთად ვუგულშემატკივროთ

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა კონკრეტული გუნდის ნამდვილი გულშემატკივარი, ან უბრალოდ გსიამოვნებთ ფეხბურთთან დაკავშირებულ დისკუსიებში ჩართვა, Rakuten Viber გთავაზობთ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გულშემატკივრებს მთელი პლანეტიდან. ჯგუფური ჩატები არის პლატფორმა გულშემატკივრებისთვის, რათა გააზიარონ შესაბამისი ახალი ამბები,  ვიდეოები ან მომენტები, რომლებიც დაკავშირებულია საყვარელ გუნდებთან ან ზოგადად ფეხბურთთან. ეს საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს, გააცნონ ერთმანეთს ფეხბურთის სამყაროს სიახლეები და ერთად უყურონ მთავარ ან დასამახსოვრებელ მომენტებს.

ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ჯგუფური ჩატებიი Rakuten Viber-ში, რომელიც მიმდინარე მატჩების განსახილველადაა შექმნილი. მათ შეუძლიათ გაიზიარონ შეხედულებები, მატჩის ანალიტიკა და მოსაზრებები თამაშისა და მოთამაშეების შესახებ, გააკეთონ პროგნოზები და დაგეგმონ საგულშემატკივრო აქტივობები. ეს არის პლატფორმა გულშემატკივრებისთვის, რათა ჩაერთონ მიმდინარე საუბრებში და გააზიარონ თავიანთი აღფრთოვანება.

გამოკითხვებისა და ვიქტორინების საშუალებით, გადაიყვანეთ თქვენი კომუნიკაცია ჩატებსა და არხებში შემდეგ ეტაპზე. ახლა უფრო ადვილია, აუდიტორიის შეკრება, მოსაზრებების შეგროვება და მატჩების პროგნოზების გაკეთება და მეტი სიხარულის გაზიარება.

Rakuten Viber-ში ჩაშენებული შეტყობინებების თარჯიმანის საშუალებით, ყველას შეუძლია ჰქონდეს წვდომა სასარგებლო ექსკლუზიურ საფეხბურთო კონტენტზე, თანაც, უცხოური თემატური არხებიდან გაუსვლელად.

გარდა ამისა, Rakuten Viber-ში არსებობს კიდევ ერთი მოსახერხებელი ინსტრუმენტი ფეხბურთის მოყვარულებისთვის: My Notes ფუნქცია  - რომელიც ჰგავს პერსონალურ ჩატს, სადაც ყველას შეუძლია შეინახოს ბილეთები მომავალი თამაშებისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაცია საყვარელი მოთამაშეების, გუნდებისა და მატჩების განრიგის შესახებ და შექმნას შეხსენების შეტყობინებები, რათა არ გამოტოვოთ თამაშები ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.

გარდა სოციალური მახასიათებლებისა, Rakuten Viber ასევე გთავაზობთ უსაფრთხო და დაშიფრულ შეტყობინებების გაგზავნის სერვისს, რაც უზრუნველყოფს თქვენი საუბრების და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ციფრულ ლანდშაფტში, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.


Facebook კომენტარები