12 თვის წინ
კამარდა მალდინის რეკორდის მოხსნისთვის მზადაა
კამარდა მალდინის რეკორდის მოხსნისთვის მზადაა

"მილანი" იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩს "ფიორენტინასთან" საკადრო პრობლემებით ხვდება, განსაკუთრებით შეტევაში.

სტეფანო პიოლის ნოა ოკაფორი და რაფაელ ლეაუ ტრავმირებული ჰყავს, ოლივიე ჟირუ კი დისკვალიფიცირებულია. სწორედ ამიტომ, "როსონერის" მთავარ გუნდში უხმეს ფრანჩესკო კამარდას, რომელიც მხოლოდ 15 წლისაა.

კამარდა ასაკობრივ გუნდებში საოცარი შედეგიანობით გამოირჩევა და იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. "ფიორენტინასთან" ის, დიდი ალბათობით, განაცხადში იქნება.

და, თუ მოედანზეც გავა, "მილანის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება. ჯერჯერობით, რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნის, რომელსაც 1985 წელს, "უდინეზესთან" დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა.


Facebook კომენტარები