1 კვირის და 6 დღის წინ

ცნობილია როდის გაოფიციალურდება იბრას დაბრუნება ახალ პოზიციაზე

ავტორი
Aa
ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანის" ბანაკში დაბრუნების საკითხზე იტალიურ მედიაში ყოველდღურად იწერება. ჟურნალისტები და გულშემატკივრები საბოლოო გადაწყვეტილებას და იბრას სტაფში დანიშვნის გაოფიციალურებას მოუთმენლად ელიან.
როგორც ცნობილია, შვედი ექს-ფეხბურთელის მთავარი მოვალეობა გასახდელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია იქნება. პიოლი მიიჩნევს, რომ "იბრას" ფაქტორი ძალიან სჭირდება დღევანდელ "როსონერის". რა ერქმევა მის პოსტს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
Tuttosport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან დაგეგმილი მატჩისთვის გუნდის მფლობელი ჯერი კარდინალე მილანში ჩაფრინდება და იბრას გუნდში დაბრუნებაც სწორედ ამის შემდეგ გაოფიციალურდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 დღის და 17 საათის წინ

"დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" საუკეთესოა", - პიოლი მატჩის წინ
6 დღის და 17 საათის წინ

"ვარსკვლავბიჭუნა" გრანდების ინტერესთა სფეროშია! რას აპირებს "მილანი"
1 კვირის წინ

"როსონერი" მირანდას ტრანსფერთან ახლოსაა
1 კვირის წინ

უეფამ "პსჟ" და "მილანი" დასაჯა