"რომასთან" მატჩში ოლივიე ჟირუს მიერ შესრულებული პენალტით გახნილ აგნარიშს რაფა ლეაუს სეზონის პირველი და ამავდროულად ძალიან გამორჩეული, აკრობატული გოლი მოჰყვა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მატჩის შემდეგ Sky Sport Italia-სთან საუბრისას მისი შედევრი პორტუგალიელმა თავად შეაფასა:
"ასეთი გოლის გასატანად სამი წელი ვემზადებოდი და საბოლოოდ შევძელი. თუმცა დღეს უფრო სასიხარულო აქ გამარჯვების მოპოვება იყო. "ოლიმპიკოზე" თამაში არასროს არის ჩვეულებრივი რამ და ეს სამი ქულაც უმნიშვნელოვანესია.
ახლა, როცა ჩემს ზურგზე 10 ნომერია გამოსახული მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ ეს მაისური კლუბისთვის განსაკუთრებულია. მსურს მოედანზე დავამტკივო, თუ რისი გაკეთება შემიძლია.
ახლა უფრო პასუხისმგებლობით ვარ ბურთით და მის გარეშე, რადგან ვიცი, რომ დაცვაში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. ამ ასპექტზე ვმუშაობ. დიდი მადლობა ჩემს მწრთვნელს, რადგან ის ყოველთვის მეხმარება დავინახო თუ რისი გაუმჯობესება შემიძლია.
"მილანმა" საზაფხულო სატრანსფერო ფანაჯარაზე კარგად იმუშავა, გუნდმა დაიმატა ფეხბურთელები, რომელიც სიღრმეს ქმიან. ახლა უკვე მეც ვცდილობ ახალწვეულებს დავეხმარო და ადაპტაცია გავუმარტივო. პილისიჩი ძლიერი ფეხბურთელია, მას აქვს საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ თანაგუნდლების ნდობა მოიპოვოს, ასე "მილანი" გაცილებით ძლიერი იქნება".