1 წლის და 3 თვის წინ
"რომა" 1:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"რომა" 1:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

სერია ა-ს 2023-2024 სეზონი "მილანმა" ფანტასტიურად დაიწყო. მე-3 ტურის მატჩში 10 კაცით დარჩენილმა "როსონერიმ" "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" დაამარცხა და სეზონის მესამე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ მედიის წარმოამდგენლებთან ისაუბრა:

 "გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ თამაშს არ მოველოდი. შედეგთან ერთად თამაშის ხარისხითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მეტოქემ შეხვედრის სადავეების ხელში აღება დღოებით, მხოლოდ ფიკაიო ტომორის გაძევების შემდეგ მოახერხა, "მილანი" კი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. 90 წუთში კარგად გამოიკვეთა ჩვენი გუნდური და ინდივიდუალური ხასიათი. 

ლეაო ქმნის შესანიშნავ შანსებს, როცა კარის წინ დგას, მაგრამ მან უნდა აკეთოს ის, რაც გასულ ღამეს ვიხილეთ. რაფამ ძალიან ბევრი იმოძრავა, იქ იყო სადაც გუნდს სჭირდებოდა. მისი შეცვლილი დამოკიდებულება, მეტის სურვილი და მენტალური პროგრესი აშკარაა. მასთან მუშაობისას ყოველდღიურად ვრწმუნები, რომ ძალიან ბედნიერი და მოტივირებულია. 

გვსურს გავაძლიეროთ დაცვის ხაზი, ამიტომ საჭიროა ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტა. დავიდეს მოედნის ცენტრში შესვლა ბევრისთვის მოულოდნელია, თუმცა საერთო სურათით ვხედავთ, რომ გუნდი მყარი და კონცენტრირებულია. 

იოვიჩი? ის ჩვენი სატრანსფერო სიის ნაწილი გახლდათ. ლუკას რთული სეზონი ჰქონდა, თუმცა მას აქვს ნიჭი და მოტივაცია, შესაბამისად გვჯერა, რომ გუნდს დაეხმარება. 

"მილანი" განსაკუთრებული მიზნისთვის იბრძვის, წელს ძალიან ბევრი მატჩი უნდა ვითამაშოთ, რისთვისაც შემადგენლობის სიღრმავე და როტაციის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია. 

ყოველი მომდევნო მატჩი გამოცდაა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ და არც "ინტერთან" შეხვედრაა გამონაკლისი. "ნერაძური" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომები. ორივე გვაქვს ამბიცია მეორე ვარსკვლავიზე, ამიტომ მზად ვიქნებით".


Facebook კომენტარები