1 წლის წინ
"იტალიური პრესის საუბრები სრულიად უსაფუძვლოა", - "ნიუკასლის" მწვრთნელი
"იტალიური პრესის საუბრები სრულიად უსაფუძვლოა", - "ნიუკასლის" მწვრთნელი
ავტორი
Aa

"ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელს, ედი ჰაუს მობეზრდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანდრო ტონალის ინგლისურ გუნდში ყოფნა არ სურს და "მილანმა" ის იძულებით გაყიდა.

"ვფიქრობ, იტალიური პრესის საუბრები სრულიად უსაფუძვლოა. სანდრო ძალიან, ძალიან ამაყობს აქ ყოფნით და უხარია ამ კლუბის მაისურის ტარება".

"ეს ჩემთვის თავიდანვე აშკარა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსფერს არც განვახორციელებდით. არ გვინდა, მსგავსი მიდგომის და ატმოსფეროს "ნიუკასლში" დანახვა".

"რეინჯერსთან" სადებიუტო 45 წუთში სანდრო ძალიან მომეწონა, ვფიქრობ ის შესანიშნავი იყო. ყველაფერი, რისი იმედიც მისგან გვქონდა, მან საწყის ტაიმშივე მოახერხა".

"ის ძალიან მშვიდი და დალაგებული იყო, ტექნიკურად უმაღლეს დონეზე ითამაშა. თანაგუნდელებთანაც საუცხოო ურთიერთობა ჩამოიყალიბა და ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში".

"რაც მე დავინახე, ის თავადაც კმაყოფილი იყო, აშკარად მოეწონა რასაც გუნდი აკეთებდა და რასაც თანაგუნდელები ახერხებდნენ. ბურთს კარგად გადავაადგილებდით და ვფიქრობ, ამაში მისი დამსახურებაც დიდი იყო", - აღნიშნა ჰაუმ.


Facebook კომენტარები