9 თვის და 2 კვირის წინ
ამბროზინის შეფასება მალდინი-ტონალის გაშვებაზე და რეინდერსის ტრანსფერზე
ამბროზინის შეფასება მალდინი-ტონალის გაშვებაზე და რეინდერსის ტრანსფერზე
ავტორი
Aa

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი მასიმო ამბროზინიმ კლუბიდან სანდრო ტონალის წასვლაზე ისაუბრა.

ვეტერანი ფეხბურთელი ნაწყენია სანდრო ტონალის წასვლის გამო, რომელიც ინგლისურ "ნიუკასლში" გადავიდა. მას მიაჩნია, რომ ამ ნახევარმცველის გარეშე "როსონერი" უგულოდ დარჩა.

"ტონალის წასვლით შოკირებული ვიყავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდი ფეხბურთელია, არამედ იმიტომ, რომ გულის ამოგლეჯვას ჰგავს.  ტექნიკურად მისი შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ საქმე მხოლოდ ტექნიკურ ხარისხში არ არის, არამედ ის, რომ მან ამის გარდა მისცა გუნდს. 

"მალდინის გარეშე კი მილანი გულს კარგავს არა მოედანზე, არამედ მის გარეთ. პიოლის დამატებითი ვალდებულებები აქვს. მისთვის ადვილი არ იქნება", - ციტირებს იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ი ამბროზინის სიტყვებს.

კლუბის ყოფილ კაპიტანს რეინდერსის ტრანსფერის შესახებაც ჰკითხეს:  "ვფიქრობ, ის პიოლის გუნდის ცენტრალური ფიგურა იქნება. ტეიანი არ არის ტრადიციული ფლეი-მეიქერი, როგორც მაგალითად, ჟორჟინიო, მაგრამ უფრო მრავალმხრივი, დინამიური და აგრესიული ნახევარმცველია და ეს მახასიათებლები იდეალურად შეესაბამება დღევანდელი "მილანის" სტილს. ამასთან ერთად, რეინდერსს გააქვს გოლები, რაც "როსონერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია".


Facebook კომენტარები