სანდრო ტონალის გაყიდვის შემდეგ, "მილანი" შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. "როსონერიმ" უკვე დაიმატა კრისტიან პულისიჩი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი. ხვალ ისინი ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერსაც განახორციელებენ.
ამ ყველაფრის პარალელურად კი იტალიელები ვალენსიადან 20 წლის ამერიკელი ნახევარმცველის, იუნუს მუსას გადაბირებას ცდილობენ.
როგორც ირკვევა, "შავ-წითლები" ფეხბურთელს პირად დეტალებზე უკვე შეუთანხმდნენ. ახლა კი მოლაპარაკებებს უკვე უშუალოდ "ვალენსიას" ხელმძღვანელებთან აწარმოებენ.
"Transfermarkt"-ის შეფასებით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ღირებულება 18 მილიონი ევრო გახლავთ. ხსენებული ვებ-გვერდი იუნუსის "მილანში" გადასვლის შანსებს 45 პროცენტით აფასებს.
კარიერის განმავლობაში მუსას საკლუბო დონეზე სულ 149 მატჩი აქვს გამართული. მის აქტივში კი 11 გატანილი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა ფიქსირდება.