1 წლის და 4 თვის წინ
ფურლანის პულიშიჩის შემდეგ ახალი სამიზნე ჰყავს
ფურლანის პულიშიჩის შემდეგ ახალი სამიზნე ჰყავს
ავტორი
Aa

რუბენ ლოფტუს-ჩიკის შემდეგ "მილანი" ნახევარდაცვის ხაზს "ალკმაარის" ნიდერლანდელი ფეხბურთელის, ტიჯანი რეინდერსის დამატებით აძლიერებს. 13 ივლისს "როსონერი"  კრისტიან პულისიჩის ტრანსფერს გააოფიციალურებს, ამის შემდეგ კი რეინდერსის საკითხის მოგვარებას შეუდგება.

თავად ფეხბურთელი თანახმაა, რომ იტალიურ გრანდს შეუერთდეს. სავარაუდოდ, სერია ა-ს ბინადარს ნიდერლანდელის შეძენა 20 მილიონი ევრო დაუჯდება. კლუბებს შორის მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია და მხარეებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

რეინდერსმა კარიერის განმავლობაში, საკლუბო დონეზე 254 მატჩი გამართა. მის აქტივში კი 35 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა ფიქსირდება. მისი არსებული კონტრაქტი კი ამჟამინდელ კლუბთან 2027 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" სანდრო ტონალი ნიუკასლში გაყიდა, რაც გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. მის სანაცვლოდ კი "შავ-წითლება" ლოფტუს-ჩიკი უკვე დაიმატეს და ახლა რეინდერსის გადაბირებასთანაც ახლოს არიან.


Facebook კომენტარები