1 წლის წინ
5 ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერებზეც "მილანში" მუშაობენ
5 ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერებზეც "მილანში" მუშაობენ

პაოლო მალდინის და რიკი მასარას გუნდიდან დათხოვნის შემდეგ "მილანმა" სატრანსფერო ბაზარი ხმაურით გახსნა. ჯორჯო ფურლანი, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში ივან გაზიდისი ჩაანაცვლა, სანდრო ტონალის გაყიდვით მიღებული კრიტიკის შემსუბუქებას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით ცდილობს.

რუბენ ლოფტუს-ჩიკის შეძენის შემდეგ 44 წლის მენეჯერის პრიორიტეტი შეტევის ხაზის გაძლიერებაა. "როსონერის" "ჩელსიდან" კრისტიან პულისიჩს, "ატლეტიკოდან" ალვარო მორატას და "ვილიარეალიდან" სამუელ ჩუკვუეზეს უკავშირებენ.

"Football Italia" იტყობინება, რომ ამ მომენტისთვის, "შავ-წითლებს" მორატასა და პულისიჩის ტრანსფერებზე მუშაობა უკვე ოფიციალურად აქვთ დაწყებული. მეტიც, როგორც ირკვევა, "მილანმა" "ჩელსის" პულისიჩის თაობაზე უკვე მეორე შეთავაზებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ისინი მზად არიან, რომ 22 მილიონი გადაიხადონ. პირველი შეთავაზება კი მხოლოდ 15 მილიონის გადახდას ითვალისწინებდა. 

რაც შეეხება ალვარო მორატას, "სან-სიროს" ბინადარი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და საკითხის განხილვა დაიწყეს. როგორც ცნობილია, თავად ესპანელი წინააღმდეგი არ არის, რომ "მილანს" შეუერთდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ შემტევების გარდა "მილანს" "ალკმაარის" 24 წლის ნახევარმცველ ტიანი რეინდერსს და "ტორინოს" მარჯვენა ფლანგის მცველ ვილფრიდ სინგოსაც უკავშირებენ.

მეტი "მილანური" სიახლესთვის - გამოგვყევი


Facebook კომენტარები