1 წლის და 3 თვის წინ
მესიასი: "იანვარში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, ამიტომაც, წელი კარგად უნდა დავიწყოთ"
მესიასი: "იანვარში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, ამიტომაც, წელი კარგად უნდა დავიწყოთ"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, სანამ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისკენაა მიმართული, "მილანი" დუბაიში სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.

სტეფანო პიოლის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში 34 მოთამაშე ჰყავს წაყვანილი, კლუბი კი ამხანაგური მატჩების გასამართად ემზადება.

"როსონერის" ბრაზილიელმა შემტევმა ჯუნიორ მესიასმა Milan TV-სთან სეზონის მეორე ნახევრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"დასკვნითი ეტაპისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და საუკეთესოები უნდა ვიყოთ. იანვარში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, ამიტომაც, წელი კარგად უნდა დავიწყოთ," - განაცხადა მესიასმა.


Facebook კომენტარები