18 დეკემბერი საფეხბურთო სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის "მილანის" ფეხბურთელები, ტეო ერნანდესი და ოლივიერ ჟირუ იბრძოლებენ.
სტეფანო პიოლიმ მისი ბიჟების მსოფლიო წარმატების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:
"ბედნიერი ვარ ოლივიესა და ტეოს გამო. იმედი მაქვს, ასე თამაშს გააგრძელებენ "მილანშიც". ყოველდღე ვესაუბრები მათ. მინდა, რომ ჩემი მოთამაშეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მქონდეს.
ისინი ბედნიერები არიან მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც იქნა, საფეხბურთო სამყარომ ტეო ერნანდესის დაფასება დაიწყო. ის ყველასგან გამორჩეულია. არასდროს მინახავს მისი უნარების მქონე მცველი. იღბლიანი ვარ, რომ ჩემს გუნდში თამაშობს.
ოლივიე ჟირუ ყოველთვის ძლიერი თავდამსხმელი იყო, მაგრამ იტალიის ჩემპიონატმა სრულყოფილად აქცია. არ არსებობს მცველი, რომელიც მას 90 წუთის განმავლობაში დაბლოკავს. თუ მომენტი შეექმნება, აუცილებლად გაიტანს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოედნის მეორე მხარეს. ის ხასიათით არის ლიდერი. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია გასახდელში. გენიოსია ყოველდღიურ ცხოვრებაში."