2 წლის და 3 თვის წინ

როგორ მიმდინარეობს მენიოს რეაბილიტაციის პროცესი - ახალი ინფორმაცია

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 თვის წინ "მილანის" მეკარემ მაიკ მენიომ საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობისას ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმობს.
ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა TuttoSport წერს, რომ მაიკი "მილანელოს" 22 ნოემბერს დაუბრუნდა, თუმცა მას არც გუნდელებთან უვარჯიშია და არც ამხანაგურ მატჩში მიუღია მონაწილეობა.
როგორც ჩანს, მენიოს რეაბილიტაციის პროცესი არც თუ ისე სწრაფად მიმდინარეობს, შესაბამისად მის დაბრუნებამდე კარს კვლავ ტატარუშანუ დაიცავს.
ცნობისთვის, ფრანგ მეკარეს "როსონერისთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 35 მილიონი ევროა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 4 კვირის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
9 თვის და 4 კვირის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
10 თვის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
10 თვის და 2 კვირის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"