1 წლის და 6 თვის წინ
"დამშვიდობება არ ნიშნავს, რომ მე თქვენ დაგივიწყებთ" - ბრაჰიმ დიასი
"დამშვიდობება არ ნიშნავს, რომ მე თქვენ დაგივიწყებთ" - ბრაჰიმ დიასი

ბრაჰიმ დიასმა "მილანი" 3-წლიანი იჯარის შემდეგ დატოვა და მდრიდის "რეალში" ბრუნდება.

ბრაჰიმი "როსონერის" ფანებს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო მილანო, მე გემშვიდობები და მადლობას გიხდი შენ ყველაფრისთვის, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში განვიცადეთ. ამ მაისურის ჩაცმისთანავე მივხვდი, რომ მე რაღაც გამორჩეულის ნაწილი გავხდი.

ბიჭებო, თქვენ ჩემთვის მეორე ოჯახივით იყავით, რადგან ჩვენ ვიზიარებდით სიცილს, ცრემლებს და წარმატებებს. თქვენ მე მასწავლეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა და ბოლომდე ბრძოლა. უდიდესი მადლობა მისტერს, პერსონალს, ექიმებს და გუნდის თითოეულ წევრს.

ქომაგებო, თქვენ საუკეთესოები ხართ. თქვენი გვერდში დგომა და ვნება ჩვენ თითოეულ მატჩში გვეხმარებოდა, თქვენი სიმღერები და ენერგია ჩვენთვის მოედანზე გატარებულ თითოეულ მომენტს დაუვიწყარს ხდიდა. მინდა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე ამ პერიოდის განმავლობაში ვგრძნობდი, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ კარგ და ცუდ მომენტებში, თქვენ ამ გუნდის გვერდით იქნებით და მას წინსვლაში დაეხმარებით.

დამშვიდობება არ ნიშნავს, რომ მე თქვენ დაგივიწყებთ. თქვენ ყოველთვის ჩემი გულის ნაწილები იქნებით, მე გავიხსენებ იმ მომენტებს, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს. მნიშვნელოვანი გოლები, რთული გამარჯვებები და წარმოუდგენელი ზეიმი, ასევე რთული მომენტები, რომლებმაც ჩვენ უფრო ძლიერები გაგვხადეს.

თქვენ გემშვიდობებით ნოსტალგიით, ამავდროულად ემოციებით იმ თავგადასავლების გამო, რომლებიც წინ გველოდება, Forza Milan!”, - წერს ესპანელი.


Facebook კომენტარები