11 თვის და 1 კვირის წინ
"ასეთი მმართველები განწირულები არიან" - ნესტა მალდინის წასვლის შესახებ
"ასეთი მმართველები განწირულები არიან" - ნესტა მალდინის წასვლის შესახებ

Ალესანდრო ნესტამ პაოლო მალდინის "მილანის" ტექნიკური დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.


"დეტალები არ ვიცი, თუ რა მოხდა მალდინისთან დაკავშირებით, მაგრამ მილანიდან მისი გაშვება ლოგიკას არ ექვემდებარება.


იტალიაში უცხოელ ინვესტორებს კეთილად ხვდებიან, რადგან მათ ქვეყანაში ფული შემოაქვთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ისინი არ ცდილობენ შეისწავლონ გუნდების ისტორია. 

Როგორც კარლო ანჩელოტიმ თქვა, ასეთი მმართველები განწირულები არიან.


Პაოლომ მილანი დააბრუნა, მოიგო სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა. Არ არსებობს ლოგიკა, სადაც ეს შედეგი დადებითად არ უნდა შეფასდეს", - თქვა ნესტამ.


Facebook კომენტარები