ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
41 წლის შვედმა "მილანის" დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ეს ჩემთვის გამორჩეული დღეა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არავისთვის მითქვამს და ახლა ყველა გაიგებთ, რომ მე კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილების შესახებ გუნდისთვისაც კი არ მითქვამს. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, ახლა თქვენ უფრო ნაკლები სამუშაო გექნებათ.
ხვალიდან, მე ამ სამყაროსგან თავისუფალი კაცი ვარ. მე ძალიან გრძელი კარიერა მქონდა, რითიც ვამაყობ და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მე ძალა, ადრენალინი, ემოციები მაჩუქა. მადლობა მილანს ყველაფრისთვის, რაც მე გუნდმა მომცა, მადლობა ყველას, ვისთანაც მე სხვადასხვა გუნდებსა და ნაკრებში მითამაშია.
როდესაც გავიღვიძე წვიმდა და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ღმერთიც კი მოწყენილი იყო. ჩემთვის ეს ემოციები ძალიან ძლიერია, 3 თვის წინ კარიერის დასრულებაზე ფიქრიც კი პანიკაში მაგდებდა, ახლა კი რეალობას თვალს ვუსწორებ, მაგრამ ვერ ვუარყობ, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა. მე ფეხბურთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვთამაშობდი, ფეხბურთმა მე კაცად მაქცია, ფეხბურთის დახმარებით უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი.
"მილანის" მიმართ უდიდესი ემოციები მაკავშირებს. მილანმა ბედნიერება მომანიჭა და მეორე სიყვარული მაპოვნინა. პირველივე დღიდან, მე აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.
"მილანი" ჩემი მეორე ოჯახია. მე მყავს 2 შვილი, ასევე მე მყავს 25 როსონერი შვილი.
მსოფლიოში მხოლოდ ერთი ზლატანია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი ეგო მაქვს, რადგან ყველა ადამიანი განსხვავდება. როდესაც პატარა ვიყავი, მე ვან ბასტენს მადარებდნენ, მაგრამ მისი მსგავსი არავინ იყო.", - განაცხადა ზლატანმა.