10 თვის და 4 კვირის წინ
"მოედანზე ძალიან ძლიერ, მოტივირებულ "იუვეს" ვიხილავ" - პიოლის პრესკონფერენცია
"მოედანზე ძალიან ძლიერ, მოტივირებულ "იუვეს" ვიხილავ" - პიოლის პრესკონფერენცია

ხვალ, 28 მაისს, სერია "ა"-ს 37-ე ტურში, "მილანი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.


"დასვენებისთვის და მატჩისთვის მომზადებისთვის ერთი კვირა გვქონდა, რაც დიდი ხანაი არ მომხდარა და ვფიქრობ, რომ ეს დრო გუნდმა პროდუქტიულად გამოიყენა. ეს იუვე-მილანია, ჩვენ მოედანზე მონდომებულ და კონცენტრირებულ იუვენტუსს ვიხილავთ, ეს არის გუნდი, რომელმაც ნაპოლისთან ერთად საშინაო არენაზე ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა, თუმცა ჩვენ ოთხეულში ადგილის განაღდებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ხვალ გამარჯვება ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაგვინაღდებს, რაც ჩვენი გზის გაგრძელება და მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა იქნება.
ვიცი, რომ მოედანზე ძალიან ძლიერ, მოტივირებულ "იუვეს" ვიხილავ, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურო ოფიციალურად მოვიპოვოთ და ამის გაკეთება ბოლო მატჩში არ მოგვიწიოს.

"იუვენტუსის" 10-ქულიანი ჯარიმა ? მე ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ და კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ფაქტია, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას ქულებით თამაშს კარგი არაფერი მოაქვს.", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები