2 წლის და 1 თვის წინ

მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - დეტალები, მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის შესახებ

ავტორი
Aa
ფრანგული გამოცემა Foot Mercato იუწყება, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე "მილანის" ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი პირადად მუშაობს და ის ქართველ ფორვარდს უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.
"ჩვენი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. მილანი სერიოზულად არის დაინტერესებული და მზადაა, მიქაუტაძის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ეს საკითხი მალდინის აქვს ჩაბარებული, რომელიც ფეხბურთელს არაერთხელ ეკონტაქტა. იგეგმება, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის შემთხვევაში, ის მომავალ სეზონშიც მეცში იქნება განათხოვრებული, ოღონდ, მაშინ თუ ეს კლუბი ფრანგულ ლიგა 1-ში აღზევდა.
მიქაუტაძეს დიდი ინტერესით აკვირდებიან ვენსან კომპანი და მისი ბარნლიც", - წერს ფრანგული გამოცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
1 წლის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
1 წლის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
1 წლის და 1 თვის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"