11 თვის წინ
"პიოლი ჩემთვის დიდი მწვრთნელია... ლეაუს შეუძლია კიდევ უფრო გაიზარდოს" - შევჩენკოს ინტერვიუ
"პიოლი ჩემთვის დიდი მწვრთნელია... ლეაუს შეუძლია კიდევ უფრო გაიზარდოს" - შევჩენკოს ინტერვიუ

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ "მილანის" ირგვლივ არსებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"ინტერმა" დამსახურებულად მოიგო, განსაკუთრებით პირველ 15 წუთში მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. მაგრამ ეს კარგი სეზონი იყო მილანისთვის... მიუხედავად მრავალი სირთულისა, მათ ნახევარფინალამდე მიაღწიეს.

პიოლის სეზონი კარგი სეზონი იყო, მილანი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და ნახევარფინალში გავიდა. პიოლი ჩემთვის დიდი მწვრთნელია, შარშან მან სკუდეტო ძალიან კარგი თამაშით მოიგო, იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“.

მოსალოდნელია, რომ ლეაო 2028 წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს და ისეთი შეგრძნებაა, რომ პორტუგალიელი გარემარბი გაიმეორებს ჩემს მაგალითს, რათა წლების განმავლობაში იყოს შეტევის ვარსკვლავი.

ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ვიმედოვნებთ, რომ დარჩება. რაფაელს შეუძლია კიდევ უფრო გაიზარდოს.

კარგად ვიცნობ პაოლოს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდი გააძლიეროს., თქვენ უნდა გჯეროდეთ მათი.", - თქვა შევჩენკომ.


Facebook კომენტარები