1 წლის და 11 თვის წინ
რატომ არ წავიდა მალდინი ფეხბურთელობისას სხვა კლუბში?
რატომ არ წავიდა მალდინი ფეხბურთელობისას სხვა კლუბში?

პაოლო მალდინიმ ისაუბრა, ჰქონდა თუ არა წინადადებები "მანჩესტერისგან", "რეალისგან" და "არსენალისგან".

მისი პასუხი ასეთია:

"გარკვეული წინადადებები არსებობდა ჩელსისგანაც, რომლებიც ჩემთან დაკავშირებას ვიალის გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა მე მილანის დატოვება არასოდეს მიფიქრია.

ჩემი გაყიდვა კი გუნდს არასოდეს სურდა. იყო მომენტები, მაგალითად 90-იანები, როდესაც ჩვენ მე-10 და მე-11 პოზიციებზე დავასრულეთ სეზონები, თუმცა მაშინაც კი მილანი ჩემი პრიორიტეტი იყო", - თქვა ლეგენდარულმა იტალიელმა.


Facebook კომენტარები