1 წლის და 7 თვის წინ
"სხვაობა კაპელოს, ანჩელოტისა და საკის შორის?" - რას ამბობს მალდინი
ავტორი
Aa
პაოლო მალდინიმ კაპელოს, ანჩელოტისა და საკის შესახებ ისაუბრა.
"სხვაობა კაპელოს, ანჩელოტისა და საკის შორის ? ხასიათში ძალიან დიდი განსხვავება იყო. საკის ფეხბურთელი არ ყოფილა და მას საქმისადმი სულ სხვა მიდგომა ჰქონდა, ის ჩვენ ვარჯიშების დროს გვკლავდა, დღეს კი სხვა მიდგომაა, დღეს ვარჯიშებს პროფესიონალები ადგენენ, ჩვენ კი გადაჭარბებულად ბევრს ვვარჯიშობდით.
ანჩელოტის რაც შეეხება, ჩემთვის ანჩელოტის პერიოდი საუკეთესო იყო, რადგან ის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდში გამოჩნდა. 30 წლის ზევით, შენ შენს ემოციებს უფრო კარგად აკონტროლებ, ხარ უფრო ცივსისხლიანი, ლოგიკური და მშვიდი.
კაპელოს რაც შეეხება, მან მითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვიყავი და ამან ბევრი რამ შეცვალა, რადგან მინდოდა, მისი სიტყვები მოედანზე დამემტკიცებინა", - თქვა მალდინიმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის წინ
"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
6 თვის წინ
ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
6 თვის და 1 კვირის წინ
კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
6 თვის და 3 კვირის წინ
ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"