1 წლის და 7 თვის წინ
"მაშინ 17 წლის ვიყავი, ბერლუსკონიმ ამ მომენტის სამახსოვროდ საათიც მაჩუქა" - რას იხსენებს მალდინი
"მაშინ 17 წლის ვიყავი, ბერლუსკონიმ ამ მომენტის სამახსოვროდ საათიც მაჩუქა" - რას იხსენებს მალდინი

პაოლო მალდინიმ "მილანში" თამაშის ტკბილი მოგონებები გაიხსენა.

"ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო. მამაჩემი 1963 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებული მილანის წევრი იყო, ამ გუნდთან და ტიფოზებთან მე ძალიან ღრმა კავშირი მაქვს.

პირველი გოლი სერია ა-ში ? მე მაშინ 17 წლის ვიყავი და მაშინ არც კი ვიცოდი, რა მექნა, მე რამდენიმე წუთი გონზე ვერ მოვდიოდი, ეს ძალიან დიდი ემოცია იყო, რომელიც ყოველთვის ჩემთან იქნება. მახსოვს, რომ ბერლუსკონიმ ამ მომენტის სამახსუვროდ საათიც მაჩუქა", - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი "როსონერის" ღირსებას 1985-2009 წლებში იცავდა.


Facebook კომენტარები