1 წლის და 4 თვის წინ
"ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ" - პიოლის პრესკონფერენცია
"ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ" - პიოლის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში 1-0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა:

"იმედგაცრუება დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე დიდი გზა გავიარეთ. გასულ სეზონში ჯგუფში ჩავრჩით, ამიტომ ახლა ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი რთული იყო, თუმცა ამ ყოველივეს მერე ფინალში გასვლა გვინდოდა. დღევანდელ თამაშზე გავლენა წინა თამაშის საწყისმა 15 წუთმა მოახდინა. ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, პირველ ტაიმში შანსები ვერ გამოვიყენეთ. 

უნდა ითქვას, რომ ინტერმა პირველივე სახიფათო სიტუაციებიდან ორივე მატჩში გოლი გაიტანა, ჩვენ იგივე ვერ გავაკეთეთ. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, ყველაფერი გაიღეს. სამწუხაროა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა ჩემპიონატის კარგად დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან დასანანი იქნება სეზონი კარგად რომ ვერ დავასრულოთ. ვფიქრობ, მილანი ცდილობდა კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ნახევარფინალამდე მივედით. უნდა გავაუმჯობესოთ რაღაცები, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ. 

მიზანია, ორივე ტურნირში კონკურენტუნარიანები ვიყოთ. თუ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ, გამოდის, რომ ეს სეზონი დადებითი არ იყო. სამი თამაშია დარჩენილი და უნდა შევძლოთ გადავუსწროთ კონკურენტებს", - თქვა "როსონერის: მთავარმა მწვრთნელმა.


Facebook კომენტარები