11 თვის და 1 კვირის წინ
"მომავალში ამ ჩემპიონატში თამაში კარგი იქნებოდა" - სად სურს თამაში ლეაუს?
"მომავალში ამ ჩემპიონატში თამაში კარგი იქნებოდა" - სად სურს თამაში ლეაუს?

"მილანის" ფეხბურთელმა, რაფაელ ლეაუმ პირად მიზნებსა და "როსონერიში" თამაშზე ისაუბრა.

"როდესაც მილანში გადმოსვლის შანსი გამიჩნდა, მაშინვე თანხმობა განვაცხადე. პირველი თვეები უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რადგან არასოდეს მეგონა, რომ მე ასეთი გამორჩეული გუნდის რიგებში თამაშის საშუალება მექნებოდა.

სად მინდა თამაში მომავალში ? პრემიერ ლიგაში. ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია, იქ წარმოუდგენელი კონკურენცია, შესანიშნავი ფეხბურთია, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებს.

სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, მაგრამ მომავალში პრემიერ ლიგაში თამაში კარგი იქნებოდა.

ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთს მოგება მინდა", - განაცხადა პორტუგალიელმა.



Facebook კომენტარები