ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა 16 მაისს გაიმართება, სადაც "მილანი" და "ინტერი" ერთმანეთს შეერკინებიან.
მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენ ამ შეხვედრას ძლიან დიდი კონცენტრაციით, მოტივაციით და ბრძოლის სურვილით ვხვდებით. მილანი ხვალინდელ მატჩში ბოლო წუთამდე იბრძოლებს და ეცდება, რომ სიტუაცია გამოასწოროს.
ლეაუ კრუნიჩი და მესიასი უკეთ არიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, სამივე მათგანი გუნდის განკარგულებაში იქნება.
წლის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებდა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, გუნდი ფინალში გასვლისთვის ყველაფერს გააკეთებს. მე შესანიშნავი ფეხბურთელები მყავს და მჯერა, რომ მათ ამ რთული ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ.
ვიცით, რომ 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მარტივი არ იქნება, მაგრამ ამისთვის საკმარისზე მეტი დრო გვაქვს. მილანმა გაცილებით მაღალი დონის მატჩი უნდა ჩაატაროს, რადგან პირველ შეხვედრაში ნაჩვენები თამაში საკმარისი არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს.
ბენასერის გამო ძალიან ვწუხვარ, მისი ოპერაცია ხვალ არის დაგეგმილი, ჩვენ კი სხვა მახასიათებლების გამოყენება მოგვიწევს", - თქვა პიოლიმ.