ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მილანი" "ინტერთან" 0-2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ კომენარი გააკეთა.
"ინტერმა" თავი უკეთესად წარმოაჩინა და გოლები მივიღეთ. გვსურდა, სხვა შედეგით დაგვესრულებინა მატჩი, მაგრამ კვლავაც უნდა გვჯეროდეს, რადგან ერთ ეპიზოდს საპასუხო მატჩში ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
გვინდოდა უფრო ინტენსიურად, კომპაქტურად და აგრესიულად გვემოქმედა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ინტერმა ორთაბრძოლებში გვაჯობა. მატჩი რთული გამოვიდა როგორც მენტალურად, ისე ტაქტიკურად, თუმცა მეორე ტაიმში ჩემი გუნდისგან ბრწყინვალე რეაქცია ვნახე. გვქონდა სხვაობის შემცირების შანსი. და ეს ის არის, რაც 16 მაისს უნდა გავაკეთოთ. მოთამაშეებში არის იმედგაცრუება, მაგრამ ამავდროულად, არის ვითარების შეცვლის სურვილიც.
არბიტრს მსგავს სიტუაციებში ორმაგი სტანდარტი ჰქონდა, მაგრამ დეტალებში აღარ შევალ. რაც შეეხება ლეაოს, უახლოეს დღეებში დავაკვირდებით. წინ ექვსი დღეა და იმედია, ის შეძლებს საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას", - თქვა პიოლიმ.