დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მილანი" და "ინტერი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
"ჩვენ წინ ძალიან რთული, მნიშვნელოვანი და დაძაბული შეხვედრა გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო პერიოდში ფორმა დაიბრუნა და შეხვედრას პოზიტიურ პერიოდში ხვდება. ჩვენ მოედანზე გუნდური სულისკვეთების, ხარისხის, კონცენტრაციის და მონდომების გამოვლენა მოგვიწევს.
ლეაუ გუნდის სამედიცინო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩამდე მაცნობებენ. თუ ის მზად იქნება, ჩვენ მას გამოვიძახებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ ითამშებს.
ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რომელიც მილანურ დერბის, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნიკალური და ყველასგან გამორჩეული მატჩია, დამატებით მნიშვნელობას სძენს. ჩვენ ამ 180-წუთიანი დუელით სიამოვნება უნდა მივიღოთ და ქომაგებს საუკეთესო სანახაობა ვაჩუქოთ.
ფავორიტებზე სხვებმა ისაუბრონ, ჩვენ ჩემპიონატს ტოტენჰემი და ნაპოლი გამოვთიშეთ და ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.
როგორ ვითამაშებთ ლეაუს გარეშე ? რაფას გამორჩეული მახასიათებლები აქვს, თუ ის ხვალ თამაშს ვერ შეძლებს, ჩვენ სხვა ფეხბურთელებისა და მათი შესაძლებლობების გამოყენებას ვეცდებით.
სავსე სან სირო ? ქომაგების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ სტადიონიდან წამოსული ენერგია გამოვიყენოთ, ეს აუცილებლად დაგვჭირდება", - თქვა პიოლიმ.