10 თვის წინ
"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ..." - პიოლი "რომასთან" მატჩის შემდეგ
"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ..." - პიოლი "რომასთან" მატჩის შემდეგ

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "რომასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეტი შეგვეძლო. გუნდმა თავისი ძლიერი მხარეები ვერ გამოიყენა, დროის გასვლასთან ერთად კი ნერვიულობა და შეცდომები იმატებდა. 

ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვსურდა, თუმცა რომში ქულა, მატჩის ბოლო წუთებიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელია.

106 წუთიდან რეალურად მხოლოდ 49 წუთი ვითამაშეთ, ასეთი სტილის მატჩებში ტემპის შენარჩნება შეუძლებელია, თუმცა ახლა ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და ქულების მოპოვება კრემონეზესთან ვცადოთ.

დაგვაკლდა ბურთის სწრაფი მოძრაობა და დრიბლინგი, თუმცა როდესაც მატჩი ასე ხშირად ჩერდება, რითმის შენარჩუნება ძალიან რთული, წარმოუდგენელია.

21 დღეში 7 შეხვედრის გამართვა გვიწევს და ვალდებულები ვართ, თითოეულ მათგანში 100 პროცენტით დავიხარჯოთ, რადგან ახლა შეცდომების უფლება აღარ არის", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები