11 თვის წინ
"ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ..." - პიოლის პრესკონფერენცია
"ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ..." - პიოლის პრესკონფერენცია

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "რომასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"სასურველი შედეგის მისაღწევად სტაბილურობა გვჭირდება და ვიცით, რომ ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენ მაქსიმალურად კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და 3 ქულის მოპოვება ვცადოთ.

სეზონის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა მატჩი რჩება, ქულების მნიშვნელობა კი კიდევ უფრო იზრდება. წინ 3 პირდაპირი დაპირისპირება გველოდება და რაც უფრო მეტ ქულას მოვიპოვებთ, სეზონის ოთხეულში დასრულების კიდევ უფრო მეტი შანსი გვექნება.

რომა ძალიან ძლიერი გუნდია, ჩვენ მათ წინააღმდეგ სტანდარტულების დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჟირუს დასვენება სჭირდებოდა, თუმცა ახლა მზად არის და გუნდს დაეხმარება.

ლეაუს დატვირთული სეზონის ფონზე, ფეხბურთელი ყოველთვის 100 პროცენტით მზად ვერ იქნება, მაგრამ ლეაუმ გადამწყვეტ მატჩებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის დიდებული ფეხბურთელია და ხვალ მისგან დიდი მოლოდინები გვაქვს. იბრა, პობეგა და ფლორენცი ვერ დაგვეხმარებიან", - თქვა პიოლიმ.


Facebook კომენტარები