1 წლის და 10 თვის წინ

"გუნდს აქვს იმის ხარისხი და შესაძლებობა, რომ..." - პიოლის პრესკონფერენცია

ავტორი
Aa
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "ლეჩესთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"სერია ა-ში დარჩენილი თითოეული მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ გუნდს აქვს იმის ხარისხი და შესაძელბლობა, რომ ოთხეულში დაბრუნდეს და მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, ეს ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ.
ზლატანი გვიბრუნდება, ჟირუს კი წვივზე გარკვეული პრობლემები აქვს და ის ვერ დაგვეხმარება. პობეგას გარკვეული დისკომფორტი აქვს და ვნახოთ, იქნება თუ არა ის გუნდის განაცხადში.
ძალიან რთული სეზონი იყო და სიტუაცია არც სეზონის ბოლო კვირებში გამოწორდება, მაგრამ მწვრთნელის მოვალეობა გუნდის რესურსების სწორად გადანაწილებაა", - თქვა პიოლიმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
8 თვის და 1 კვირის წინ

"მეგონა, რომ დამარტყამდა", - პატო კალაძესთან მომხდარ ინციდენტზე
8 თვის და 1 კვირის წინ

ბოატენგი: "ცოლთან ღალატის მიზეზი რონალდინიო იყო"
8 თვის და 2 კვირის წინ

კასანო: "არც თევზია და არც ხორცი, უფრო მარსიალს მაგონებს"
8 თვის და 4 კვირის წინ

ტონალი: "ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავბრუნდე და ტიფოზების სახეზე ისევ ღიმილი ვნახო"