ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "მილანი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
მატჩის წინ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.
"მზად ვართ მაღალი დონის მატჩის ჩასატარებლად. კონტრშეტევები ჩვენი თვისებების ნაწილია და ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ. აქ თავის დასაცავად არ ვართ, იმიტომ, რომ მხოლოდ მინიმალური უპირატესობა გვაქვს გუნდთან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე შინ 12 მატჩია არ წაუგია და რომელსაც შინ ამ ტურნირზე თამაშში 3-4 გოლი გააქვს. გუნდურად უნდა ვითამაშოთ და ბურთს მარტივად არ უნდა დავკარგოთ. ორივე გუნდს ჰქონდა წინა მატჩებში შანსები და ვინც გამოიყენა, იმან მოიგო. ნაპოლიმ ერთი კვირის წინ თამაში უკეთ დაიწყო, რაც ხვალისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
ვიცით, საიდან მოვდივართ, ახლა ნახევარფინალის საგზურისთვის ვთამაშობთ და ამაზე ვართ ორიენტირებული. მოგებისთვის საჭირო იქნება უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ. სტადიონი ნაპოლის დამუხტავს, მაგრამ ასევე ჩვენც. ყველაფერს ერთ დონეზე დავიწყებთ, პირველი მატჩიდან ძალიან მცირე უპირატესობა გვაქვს, თუმცა, საქმე უნდა დავასრულოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ".
ჟირუ კარგადაა, პატარა პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. არ ვიცი, რას აირჩევს სპალეტი ანგისას და კიმის შესაცვლელად, მაგრამ მას მაღალი დონის გუნდი ჰყავს და იცის, რა გააკეთოს", - თქვა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა.