1 წლის წინ
"როდესაც ფანები ლიგის ჰიმნის ბოლოს "ჩემპიონს" სკანდირებენ, ეს..." - დიასი
"როდესაც ფანები ლიგის ჰიმნის ბოლოს "ჩემპიონს" სკანდირებენ, ეს..." - დიასი

ბრაჰიმ დიასმა "მილანთან" დაკავშირებით ჩემპიონთა ლიგის არსსზე ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ეს მილანის დონის კლუბში კიდევ უფრო იგრძნობა.

როდესაც ფანები ლიგის ჰიმნის ბოლოს "ჩემპიონს" სკანდირებენ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს. ეს სასწაული შეგრძნებაა.

მილანის წყალობით ვპროგრესირდი როგორც მოთამაშე და ამ კლუბის წყალობით გავიზარდე, როგორც პიროვნება. 

ჩვენ შემთხვევით არ ვართ 1/4 ფინალში. წინა სეზონში სკუდეტო მოვიგეთ და ახლა ევროპის უძლიერეს კლუბებს შორის ვართ", - თქვა დიასმა.


Facebook კომენტარები