1 წლის წინ
მილანი სომეხი ფეხბურთელით დაინტერესდა, რომელსაც კვარაცხელიას ამგვანებენ - რას წერს მედია
მილანი სომეხი ფეხბურთელით დაინტერესდა, რომელსაც კვარაცხელიას ამგვანებენ - რას წერს მედია

ცოტა ხნის წინ, Sempremilan-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ  სომხეთის ეროვნულ ნაკრებს თავისი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, მისით "როსონერი" დაინტერესდა.

"მილანი დაინტერესებულია კრასნოდარის სომეხი ფორვარდით, ედუარდ სპერციანით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ჰგავს. ეს მოთამაშე სომხური ფეხბურთის მომავალია. მან კრასნოდარში 27 მატჩი გამართა, რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ის ხვიჩას ტაქტიკურად ჰგავს, რადგან ორივეს მშვენივრად გამოსდის 4-2-3-1-ში გამოკვეთილი ფორვარდის უკან თამაში. გარდა ამისა, ედუარდი და კვარაცხელია მშვენივრად ირჯებიან ფლანგზე, როდესაც საქმე 4-3-3 სქემას ეხება."

ედუარდ სპერციანი ხვიჩასავით სწრაფია, უყვარს დრიბლინგით მეტოქის ბარიერების გარღვევა. ასევე, სომეხი ფეხბურთელი შესანიშნავი ასისტენტია და მარცხენა ფეხს ისევე კარგად ხმარობს, როგორც სამუშაო მარჯვენას. სწორედ ამიტომ, მისით მილანია დაინტერესებული, რომელიც 8 მილიონი ევროს გადახდას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ სპერციანის რეალური ფასი 12 მილიონია", - წერს გამოცემა.


Facebook კომენტარები