1 წლის და 7 თვის წინ
"ზოგჯერ ჩვენ ზედმეტად კარგი ბიჭები ვართ, ამიტომ.." - სპალეტის პრესკონფერენცია
"ზოგჯერ ჩვენ ზედმეტად კარგი ბიჭები ვართ, ამიტომ.." - სპალეტის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "მილანთან" მარცხის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

"მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებზე საუბარს არ ვაპირებ, ეს დროის ტყუილი კარგვაა. ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ. გუნდს ჩემი კომპლიმენტი ვუთხარი იმ მონდომებისა და მოტივაციისთვის, რაც ჩვენ პირველივე წუთებიდან ვაჩვენეთ და მეტოქეს არც მაშინ დავუთმეთ რამე, როდესაც კაცნაკლულები დავრჩით.

ასეთი დონის დაპირისპირებაში თითოეული ფეხბურთელის დაკარგვა დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ გვყავს გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც მათ შეცვლას შეძლებენ. ჩვენთვის საკადრო პრობლემები ახალი არ არის და გუნდმა ამ პრობლემასთან გამკლავება ისწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდით.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შესანიშნავი მახასიათებლები და ხარისხი აქვს, თუმცა გუნდს ხასიათზე სამუშაო აქვს. ზოგჯერ ჩვენ ვართ ზედმეტად კარგი ბიჭები, რომლებიც გარშემო არსებულ მოვლენებზე ძალიან ემოციურად რეაგირებენ", - თქვა სპალეტიმ.


Facebook კომენტარები