1 წლის წინ
"მსაჯი რაღაცას მიხსნიდა, როცა მალდინიმ ეს დაიწყო" - სპალეტი მალდინიზე საუბრობს
ავტორი
Aa
სერია A-ს 28-ე ტურში "მილანმა" "ნაპოლი" 0-4 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელსა და პაოლო მალდინის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ამის შესახებ სპალეტიმ დეტალურად ისაუბრა:
"ლეაოსთან და მალდინისთან შელაპარაკებაზე – არაფერი მომხდარა, უბრალოდ, ლობოტკას ყვითელ ბარათზე ვიკითხე. მსაჯი რაღაცას მიხსნიდა, როცა მალდინიმ ხელების შლა დაიწყო, თითქოს, მუდმივად ვჩივი.
თუმცა, ისევე როგორც გასულ სეზონში, ახლაც სათადარიგოთა სკამზე ვისხედით და, პიოლისგან განსხვავებით, არაფერი გაგვიპროტესტებია. ბოლოს და ბოლოს ეს მალდინია. მის დონეზე არ მითამაშია, მაგრამ ფეხბურთში რამდენიმე წელია მეც ვარ", - განაცხადა სპალეტიმ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 3 კვირის წინ
"დორტმუნდის" ყვითელი კედლის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის "სან სირო" საუკეთესოა", - პიოლი მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
"ვარსკვლავბიჭუნა" გრანდების ინტერესთა სფეროშია! რას აპირებს "მილანი"
4 თვის და 4 კვირის წინ
"როსონერი" მირანდას ტრანსფერთან ახლოსაა
4 თვის და 4 კვირის წინ
უეფამ "პსჟ" და "მილანი" დასაჯა