1 წლის წინ
საინტერესო ფაქტები "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირების შესახებ
საინტერესო ფაქტები "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირების შესახებ

სერია A-ს 28-ე ტურში "მილანი" "ნაპოლის" "დიეგო მარადონაზე" დაუპირისპირდება.

ამ მატჩის წინ ორივე გუნდის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.

1. ეს გუნდები სერია A-ში ერთმანეთს 149-ჯერ შეხვედრიან. მილანმა 54 მატჩი მოიგო, ნაპოლიმ 46, ხოლო 49-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

2. ეს არის სერია A-ს ისტორიაში მეორე შემთხვევა, როდესაც ნაპოლი მილანთან მატჩს 15 ქულაზე უფრო დიდი უპირატესობით ხვდება (23 ქულით). პირველი კი 2018 წლის 15 აპრილით თარიღდება, როცა ამ გუნდების შეხვედრის წინ ნაპოლი მილანს 25 ქულით უსწრებდა. მაშინ ის მატჩი 0:0 დასრულდა.

3. ოლივიე ჟირუმ ნაპოლისთან სერია A-ს ბოლო ორ მატჩში გოლი გაიტანა და შეიძლება მილანის პირველი ფეხბურთელი გახდეს 3-ქულიან ერაში (1994 წლიდან), ვინც ნაპოლის ზედიზედ სამ მატჩში გოლს გაუტანს.

4. ეს იქნება სერია A-ში ნაპოლისა და მილანს შორის 150-ე თამაში. "როსონერიმ" ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (5 ფრე, 9 წაგება). თუმცა, ეს 2 გამარჯვება მილანელებმა ბოლო 5 მატჩში მოიპოვეს (3 წაგება).

5. მილანმა ნაპოლისთან სერია A-ში ბოლო 2 გასვლითი თამაში მოიგო. ლომბარდიულ გრანდს ნეაპოლში ზედიზედ 3 თამაში ერთადერთხელ აქვს მოგებული სერია A-ში: 1948-1951 წლებში.




Facebook კომენტარები